procurai დამოუკიდებელი ასისტენტია და არ არის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სერვისი.
სახელმწიფო შესყიდვების ასისტენტი
ყველა ციფრს თავისი წყარო აქვს.
დაწერეთ, რა უნდა შეიძინოთ. procurai შეარჩევს CPV კოდს, გიჩვენებთ გეგმის სტრიქონსა და ნაშთს, შეადარებს მაღაზიების ფასებს და მოამზადებს ბაზრის კვლევის აქტს.
ამავე ველში იწერება CPV კოდი, საქმის ნომერი (CMR, NAT, SPA) ან უწყების საიდენტიფიკაციო კოდი.
მოთხოვნიდან აქტამდე — ხუთი ნაბიჯი.
ყოველ ნაბიჯზე ჩანს, საიდან მოვიდა მონაცემი. რაც ვერ დადასტურდა, „უცნობად“ რჩება.
მოთხოვნა
წერთ ჩვეულებრივი ენით ან ტვირთავთ ტექნიკურ დავალებას.
თქვენგან
CPV კოდი
კოდი ოფიციალური კლასიფიკატორიდან. თუ პასუხი ცალსახა არ არის, არჩევანს თქვენ აკეთებთ.
წყარო: CPV კლასიფიკატორი
გეგმა და ნაშთი
გეგმის სტრიქონი ePlan-იდან, ხელშეკრულებები CMR-იდან. ნაშთი მათი სხვაობაა.
წყარო: procurement.gov.ge
შეთავაზებები
ფასები ქართული ონლაინ მაღაზიებიდან, ტოლ პირობებში შედარებული. უცნობი მარაგი უცნობად რჩება.
წყარო: მაღაზიის გვერდი
აქტი
ბაზრის კვლევის აქტი, რომელშიც ყველა ციფრს წყარო აქვს მითითებული.
ხელმოსაწერად
სარჩევი
რა დევს სამუშაო სივრცეში.
ექვსი განყოფილება ერთ საქაღალდეში და ბმული სააგენტოს სიახლეებზე.
ბაზრის კვლევა
ფასების შედარება ონლაინ მაღაზიებში, შეთავაზების მოთხოვნა მომწოდებლებისგან და ბაზრის კვლევის აქტი.
ანგარიშები
ორგანიზაციის CMR ხელშეკრულებები კვარტლების, CPV ჯგუფებისა და მიმწოდებლების მიხედვით. Excel ექსპორტი.
გეგმები
მიმდინარე ePlan შესრულებითა და ნაშთით, მომდევნო წლის გეგმის მომზადება და ექვსწლიანი არქივი.
SWOT ანალიზი
ქეისის (CMR / NAT / SPA / CON) ან ორგანიზაციის შეფასება და ერთგვაროვნების ზღვრების კონტროლი.
დოსიე
პირის შემოწმება საიდენტიფიკაციო კოდით ან პირადი ნომრით: რეესტრი, ხელმძღვანელები და მეწილეები, შავი/თეთრი სია, გამოცდილება და რისკის ქულა.
ტექნიკური დავალება
ტექნიკური მოთხოვნების მომზადება, დისკრიმინაციული პირობების შემოწმება და დოკუმენტების პაკეტი.
სიახლეები და ბრძანებები
სააგენტოს ოფიციალური შეტყობინებები, ბრძანებები და მონიტორინგის ანგარიშები.
გეგმები
გეგმა, შესრულება და ნაშთი ერთ ცხრილში.
მიმდინარე გეგმა ePlan-იდან იტვირთება — სტუმრის რეჟიმშიც, ნებისმიერი საჯარო უწყებისთვის. შესრულება CMR ხელშეკრულებებიდან ჯამდება, ნაშთი კი ავტომატურად ითვლება.
- გადახარჯვა არ იმალება. თუ ნაშთი უარყოფითი გახდა, თანხა წითლდება და ბაზრის კვლევამდე გეგმის ცვლილებაა საჭირო.
- საბუღალტრო მუხლიდან CPV კოდამდე. მომდევნო წლის გეგმაში გამსხვილებული ხარჯები 8-ნიშნა კოდებად იშლება.
წყაროები
ასისტენტი სააგენტოს საჯარო დოკუმენტებს ეყრდნობა.
სახელმძღვანელოები, თავმჯდომარის ბრძანებები და მეთოდური მითითებები. დასკვნებსა და SWOT ანალიზს სამართლებრივი საფუძველი ერთვის.
ყველა კანონი და წყარო- სახელმძღვანელობაზრის კვლევის ელექტრონული მოდულისახელმძღვანელო შემსყიდველებისთვის · განახლებული 15.09.2025
- ინსტრუქციაSMP, CMR, ePLAN და რანჟირების მოდულებისახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა · 24 გვერდი
- მეთოდური მითითებაCMR მოდულის შევსების განახლებული ინსტრუქციამეთოდური მითითება CPV კოდებისა და თანხების ასახვაზე
- რეკომენდაციარეკომენდაციები მიწოდების ბაზრის კვლევის განხორციელებაზესახელმწიფო შესყიდვების სააგენტო · 10 ძირითადი რეკომენდაცია